Dialogi.ge contact@dialogi.ge

ქალური არქეტიპები

ქალური არქეტიპები 15:33:18 2023-11-09

ქალური არქეტიპები

     რა განაპირობებს ჩვენს ქცევას სხვა და სხვა გარემოებაში, ადამიანებთან თუ პირად ურთიერთობებში? 
     ერთის მხრივ ქცევას მიმართულებას ყოველთვის აძლევს ჩვენი გამოცდილებები, მეორეს მხრივ კი გამოცდილებები გვაყალიბებს პიროვნებებად.
რაც უფრო მეტი აქვს ადამიანს საკუთარ თავზე ნამუშევარი, მისი პიროვნული მახასიათებლები, მეტად კონცენტრირდება საკუთარ მეზე და მით უფრო განვითარებულია ჩვენს საზოგადოებაში.
     მიუხედავად პროცესებისა რომლითაც ვყალიბდებით, არსებობს ადამიანების ზოგადი ტიპები, რომელსაც არქეტიპებს ვუწოდებთ. ამ იდეოლოგიაში მარტივი გასაღებებია, რომლის ცოდნაც გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, იდენტიფიცირებასა და ცვლილებებში, რომელიც ჩვენივე წარმოდგენაში სასურველია.
     რა არის არქეტიპები?
     პირველად არქეტიპებზე საუბარი კარლ იუნგმა დაიწყო. იგი ბერძნული სიტყვაა და პირველსახეს, საწყისს აღნიშნავს. აქედან გამომდინარეობს ის, რომ იუნგმა არქეტიპები განსაზღვრა როგორც ადამიანის თანდაყოლილი, უნივერსალური და ინსტინქტურ დონეზე დაყვანილი პატერნები. ეს ზუსტად ის გამოცდილებაა, რაც კაცობრიობამ უკვე გამოიარა და ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში გაერთიანდა. მათ დიდი გავლენა აქვთ ჩვენს აზრებსა და ქმედებებზე, წარმოდგენებსა თუ რეაქციებზე.
     ფსიქიკაში არქეტიპების არსებობა, ასევე განაპირობებს ადამიანებს შორის პიროვნულ სხვაობებს. ამის გამოა, რომ ქალები ერთი მხრივ, ვგავართ ერთმანეთს და ამავდროულად, განვსხვავდებით ერთმანეთისგან.
     ჩვენ ვიტანჯებით და მივიღწვით ჰარმონიისკენ. რატომ ვიტანჯებით? როგორ დავაბალანსოთ საკუთარ თავში ქალურობის ყველა გამოვლინება - ერთგული ცოლი, ლამაზი შეყვარებული, კარგი დიასახლისი და დამოუკიდებელი მონადირე? ქვეცნობიერის ენის გაგება წვდომას გვაძლევს მოვლენების და ცხოვრებისეული სიტუაციების ჭეშმარიტ მიზეზებთან, რომლებიც არქეტიპებშია დაშიფრული. შესაბამისად, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ჩავწვდეთ ქალურობის, ფემინური ენერგიის არსს და გავაკეთოთ გაცნობიერებული არჩევანი, ანუ გამოვავლინოთ საკუთარი ინდივიდუალურობა.

     საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, დიალოგში ახალი ტრენინგ მიმართულება - ქალური არქეტიპები დავიწყეთ. ტრენინგს დიალოგის გუნდის უკრაინელი წევრი - ოლენა შევჩენკო წარუძღვება. ოლენას მარავალწლიანი გამოცდილება აქვს ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ფორმატის თერაპიულ საქმიანობაში.

     ტრენინგში გამოყენებული იქნება სხვადასხვა მეთოდები და სავარჯიშოები სისტემური განლაგების მიდგომიდან, არტთერაპიდან და სიმბოლ-დრამიდან, ასევე გაეცნობით არქეტიპებს სიღრმისეულად, რაც მთლიანობაში მოგცემთ საშუალებას, რომ სწორად გაიაზროთ მთლიანად საკითხი, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში დამალული და ჯერ კიდევ ამოუცნობი დეტალები, გააცნობიეროთ და გამოიყენოთ ახალი ცოდნა ყოველდღიურობაში, რომელიც მიღებული ცოდნით, პრაქტიკული, ჰარმონიული და სასიამოვნო გახდება. პირველი ტრენინგის თარიღებია:

თარიღები: 18 და 19 ნოემბერი
დრო: 3-3 საათი. 15:00-დან 18:00-მდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეავსეთ განაცხადი და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ: https://forms.gle/2GJMmUyRd7VMszgb9